|
ღარიბ ოთახის არ მამშვიდებს ღია კარები, ჩემი ოცნება კეთროვანი - ფიქრებს აბანდებს. დავდივარ მარტო და არავის არ ვეკარები, როგორც შეშლილი ქვით დავეძებ ძველ შუშაბანდებს.
მოუსვენრობით გაუტოლდი უბედურ ციგნებს, მაგრამ მაკუნტებს სიუძლურე ვით მემარჯანი. საშიშ ღამეში ჩემი თვალი გზას ვეღარ იგნებს.
მარტის ხასიათს ვერ მითვისებს სახე ატამის. არავის ხიბლავს სითამამით დღეს ჩემი გვარი, და დანანებით მუდამ მტანჯავს ცოდვა ადამის.
ვით მომაკვდავი ბედს ვემდური გულის წუხებით. ვეღარ ვთამადობ შაირებით ჯიბრში აშუღებს. როგორც დავრიში ვიარები ძველი წუღებით. |
| პოეზიის გვერდი • • • |


