|
მიდიხარ ნაზად მისცურაობ ვით სირინოზი და ჩემს თვალებში სილამაზის ჩვენებას სტოვებ, მე შენს ფეხის ხმას, ვით მარგალიტს, ისევ ვაგროვებ, მაგრამ არ ვიცი, თუ რაშია შენი სინაზე.
და გარეგნობით, ბანოვანო, არ განსხვავდები, მე ვეღარ მივხვდი თუ რა არის ტრფობისთავდები, ამას ვერ მეტყვის აღტაცებულ გრძნობათა ტევრი.
ვერც დაისივით მოელვარე შენი ფრჩხილები. თუმცა ჩემს ცქერას დაკვირვებულს შენეფრთხილები, მაინც გიყურებ ვნებიანი და ალბათ ხარბი.
ფეხების რხევით შეიფართლა ჩემი გონება, მაგრამ შენს ფეხებს ჩემი გული არ ემონება და სულ სხვა არის ჩემი ტრფობა ალმორეული.
ის მთვარის სხივმა გაასივა, ვით ფუტკრისს შხამმა, ავადმყოფ ტუჩის პირველადვე ნახვა მეამა, ალბათ მასშია ჩემი ტრფობა მიზეზიანი. |
| პოეზიის გვერდი • • • |


