|
ეს წვიმა მწარე, ეს თქეში, მეხი ვერ შემაჩერებს, ვერ დამდებს სალტეს, მივმართავ ისევ აჟღერილ ხეხილს, ჩემი ლექსები რომ გამოწალდეს.
ვიტყვი: - მწარეა მეხის ტკაცუნი, მაინც იფეთქებს თქვენი კვირტები და ჩემი ლექსი - ხმა ვაჟკაცური.
შემომიჩნდება სიტყვის კრაზანა, დიდო ბუნებავ, სიტყვა მომანდე შენი დიდების გამოსატანად.
შენი შრომის და მიწის საქებად, და რაც კი ძალა მომეპოება, მინდა ლექსებით გადმოლაგება.
მთებო, მოგასკდნენ რკინის ჯარები, მეც უმღერ ველათ გაჭრილ ტრაქტორებს და ოქროს მადნებს მივეჩქარები.
სავსე, ყოველ დღის საქმეს ვეხები, და მწერლის შრომას მოვეკიდები, როგორც კიდიან გუთანს გლეხები. |
| პოეზიის გვერდი • • • |


