კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:39

 

 

აივანის წინ, ჭიხვინებს რაში,

გამოდის ვაჟი, და იმის მზერას

კიდევ გონია, თუ ფანჯარაში

მაღალ კოშკიდან პირიმზე ზვერავს;


ვისრამიანის ზღაპრად ელვარებს

მას, რაც სანუკველ ანდერძად დარჩა,

რომ უმზერს მაღალ მთების მწვერვალებს,

რომ ესიზმრება ზღვის ლურჯი ფარჩა.


მაგრამ სიბერემ ხელი შეახო,

ტირის მერცხალი მოწყვეტილ ბუდეს

და უმზერს შორით ყანების ახლო

ხავსიან ქოხის სხვენსა და ზღუდეს.


განმარტოებულს ბევრჯერ უქია

ხავერდის მოლზე კოკით გარება,

მაგრამ ეწვია ნაცარქექია

თეთრი ზამთარი, ტკბილი მთქნარება.


ყარამანიანს საყვარელ ამბად

მოყვება სანამ ცეცხლი ენთება,

დახურავს სარკმელს, გარეთ თოვს ბამბად

და მაღალ კოშკში ჩაეყვინთება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პაოლო იაშვილი  • • •   პაოლო იაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen