კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 22:42

 

 

ჩემი ოთახი გაიზარდა შესანიშნავად -

და აღარ ჰყოფნის მას ჰაერი ესოდენ მცირე;

ჰყივის: „ჰე ღამევ, მგონი კმარა რაც დამამცირე,

დღეს ჰასაკში ვარ, მოვემზადე დასანიშნავად.“

***

ჩემი ოთახი გაიზარდა შესანიშნავად!


ნესტიან სარკეს დაუბრუნდა ძველი სინაზე:

შიგ მოსჩანს ჰუნე და ჰუნეზე მზის ამორძალი;

დახატულ მწყემსმაც მოიმარჯვა ხელში ორძალი,

რომ მკვდარი მუმლი გააღვიძოს ლამპრის მინაზე.

***

ნესტიან სარკეს დაუბრუნდა ძველი სინაზე!


წიგნის რაფაზე ამბოხი აქვთ დახეულ წიგნებს.

ფანჯარამ ტანზე შეიგლიჯა წყლისფერი ფარდა, -

ფარდის ნატეხი ცად ავიდა, ცად აფარფარდა

და მღერის სიო: "ჩვენ მზეს ვეძებთ. ჩვენ მზე შეგვიგნებს!“

***

წიგნის რაფაზე ამბოხი აქვთ დახეულ წიგნებს!


ჩემი ოთახი რარიგ ჰყივის! რა რიგ გაზრდილა!

ვიშ! აღარ ძალუძს ამ შავეთში მას ყოფნა ასე, -

მალე გვეწვევა მზე ცისკრული, მზე მოკისკასე

და შავ ოთახზე ჯვარს დაიწერს მოთეთრო დილა.

***

ჩემი ოთახი რა რიგ ჰყივის. რარიგ გაზრდილა!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen