|
იქნება წუთი - მთვარისაგან დამევალება გრძნობა სათუთი, მოთმინება გულდამსერავი, ქალწულ სხივებში უცნაური, ნაზი წვალება, ძაღლების გარდა ვერ შევხვდები გზაში ვერავის.
და შეშინდება ჩემი ლანდი, სნეული ლანდი, „თქვენ ვარსკვლავებო, შემიბრალეთ, დამისაკუთრეთ, მე ვარ პიერო, მე ოცნების ვარ ფალავანდი!"
მას თავის რკალში ჩამიმწყვდიოს უნდა ყოველთვის, შუა გააპო ჩემი სული ხელუხლებელი, და ჩემზე ადრე დაჟინებით სამარეს ელტვის.
- უნდა ვუცქირო ტანჯულ სახეს, ანგრეულ სახეს, მე ის ძილის დროს კოშმარების ბალიშს მაფარებს, მათრობელ ცქერით წყლის მინიდან მე ის მეძახის!
და მე ნიავში მელანდება ბედი ახალი; მივდივარ ისევ გაბედულათ და ვარღვევ ხაზებს, ცაში ზეიმობს და დარაჯობს მთვარე მაღალი.
(ღამის ჩრდილები აიმართენ შეფოთლილ მესრად...) მივყვები მთვარეს და არ ვიცი სად მოვისვენებ, მთვარეულთ ბაღში გავიღვიძო მინდა უეცრად. |
| პოეზიის გვერდი • • • |


