კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:28

 

 

ჩავიდა მთვარე ლმობიერი, ზანტი, კეთილი,

და დამავიწყა თვისი მკრთალი პატიოსნება.

ქალაქის გარეთ, სად ძონძების მთა დაფლეთილი

ამაყობს შავად, მე მიძახის ჩემი ოცნება.


მოვდივარ ჩუმად ქვეყნისაგან დასაფარავად,

და ვყნოსავ ჰაერს, ყვავილების სუნით დალორწილს,

და ის ძონძები მიმზადებენ მე - ღამის თავადს -

ყრუ მარტოობის და წყვდიადის საყვარელ ქორწილს.


დღიურ სხივებით კვლავ დაკაწრულს, ხმობით ნაწამებს,

მწყურია ღამე, ვით ქარვისფერ წმინდანს უდაბნო;

ვეტრფი სიჩუმეს - თავის ძახილს ის გაასამებს,

რომ აცრემლებულ მუწუკებით გზა დავუდაფნო.


დავეძებ იღბალს მე ძონძებში, ვით მათხოვარი,

გულში ვიხუტებ ჩვრებს დახეულს, ბინძურს, მატლიანს,

ძონძთა ჩვენებას დავეწაფე - ხარბი მწოვარი,

ვიცი, მარადი ჩემი სევდა მოსანათლია!


ყორნებისავით დარაზმულა ნაფლეთთა ზოლი,

თავის აკვანში ჩამაწვენენ რბილი კლანჭებით;

სახრჩობელაზე უტკბესია ჩემი საწოლი,

და არასოდეს აწი აღარ დავიტანჯები.


ჩემი სალამი შავ ნაფლეთებს - სულის სასწორებს...

მე მინდა მოვკვდე ამ ძონძებში, რომ სამარეზე

ძაღლების ხროვა მგალობელი სძიძგნიდეს ძორებს,

რომ ჩემ საფლავში ვიოცნებო დამპალ მთვარეზე.


პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen