|
ვიღაც მესტუმრა ძველი წლის დამლევს, ტკბილის მაგივრად ეკავა ცელი. ღვინო დავუსხი - ვიფიქრე დალევს. არაო! მითხრა - გზა გველის ვრცელი.
მალე ახალი დადგება წელი…” რომ დავაკვირდი - ცოცხალ კაცს არ ჰგავს და მაშინ მივხვდი, რად უნდა ცელი.
შემდეგ კი, უცებ მომიგო რბილად: ჩემო ბატონო, მე ბოდიშს გიხდი… რაც ადრე წავალთ, მით დროზე მივალთ.
აზრი გამიჩნდა გამოკვეთილი. ხმლად მოვიმარჯვე კალამი ხელში და გადავხაზე “მეკვლე კეთილი”.
უკვე იანვრის პირველი გახლდათ. ბალიშის ქვეშ კი კალამი მედო, თოვლის ბაბუამ მაჩუქა ალბათ… |
| პოეზიის გვერდი • • • |


