|
როცაა მარტო, ან როცა აწვიმს, ის შენზე ნატრობს - გაუგე ყმაწვილს. შენს სილას გაწნილს, უფრო სურს კოცნა - გაუგე ყმაწვილს. ყველაფერს გაცვლის, შენი ხმა ათრობს - გაუგე ყმაწვილს. ტუჩები მარწყვის, სურს იყოს მისი - გაუგე ყმაწვილს. მას შენგან არ სწყინს, სდუმს, როგორც კრავი - გაუგე ყმაწვილს. ლომს ჰგავს და არწივს. ჭკუა ხომ გიჭრის - გაუგე ყმაწვილს. თუ ვნახავ ამ წყვილს... გავუგებ ვითომ ან ქალს, ან ყმაწვილს? |
| პოეზიის გვერდი • • • |


