|
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ, მე მხოლოდ შენი მწამს. შენა ხარ ჩემი ბოლო, შენს გამო მე ვთმობ მრწამსს.
მე ვაპატიებ მტერს, თუ უკეთესად მღერის, თუ ჩემზე კარგად წერს.
ვინც შენ სიყვარულს გძენს, მაგრამ ზღვა ისევ ღელავს, სპობს სიყვარულის გემს...
ისევ წამერთვა ხმა. შენით მე მინდა თრობა და შენი მინდა სმა.
როგორ ვუშველო თავს? თავი სად უნდა ჩავრგო, რომ არ ჩავბარდე ხავსს?
რად ვერ ვეძლევი ძილს? ვიცი ვერ მიმიხვდები, მაინც დამწამებ ცილს.
და დამიწუნებ გენს. რამდენიც გინდა მირტყი, მე გულს სხვა რამე მტკენს.
- ვერ დააბრუნებ დროს. ვისთვისღა ვწერო ლექსი, - მივუძღვნა ატმის რტოს? |
| პოეზიის გვერდი • • • |


