|
აღარ მიყვარს ზღვის ნაპირი, ვეღარ ვიტან ზღვას, ვეღარაფერს ვეღარ ვიტან, რაც გაგონებს სხვას: ვეღარც ცეკვას, ვეღარც წვერებს. შენზე ფიქრი დამაბერებს. ვეღარ ვუსმენ Pavarotti-ს, მინდა ვიყო კვლავაც ოცის. აგვისტოს თვე აღარ მიყვარს, ოცნება რომ ჩემგან მიჰყავს. ცუდად ვხდები, როდესაც წვიმს - გახსოვს? მაშინაც რომ წვიმდა... რომ გიყვარდე, რომ გახსოვდე, რომ გინდოდე, მინდა! |
| პოეზიის გვერდი • • • |


