კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:39

 

 

რას გაგვიტრაკე, ნიკოლოზ ჩემო,

შენი განცდების დასერილ რითმით?

ხანდახან მინდა, მაგრად რომ გცემო,

გირტყა კომბალით და არა სიტყვით.


შექსპირი მოგყავს მოწმედ და მრჩევლად,

ამბობ, იცნობდი პირადად ჩეხოვს,

ამ დროს ხალხი ჰყავს ვიღაცას მძევლად

და ნაწილ-ნაწილ ჰპირდება ჩეხოს.


როდენი ვარო - იკვეხნი ისე,

შეუტოკებლად წამითაც წარბის.

მერე შოპენი გახდები მყისვე

- ჯამბაზობაში ცხოვრება გარბის.


იმდენი, შენ რომ დაწერე სმაზე,

გამოათრობდა მწერალთა კრებას...

ან და ის გოგო რად გააბრაზე,

ვინ გაძლევს, ძმაო, შენ ამის ნებას?


დასტირი სევდას, უყვირი ღრუბელს,

შორიდან ელი საკუთარ ექოს.

რატომ არ იდგამ მორჩილის უღელს?

- ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გეყოს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen