|
კარგ მეგობარს
გაიღიმეთ ქალბატონო, განა თქვენი სახის მწუხრით გადაჩრდილვა შეიძლება?! გაიღიმეთ, მერე ალბათ ყველა დარდი, სულ უბრალოდ, მოგონებით შეიცვლება.
აურიეთ, აურიეთ ნაბიჯები, ნუ გგონიათ სიყვარული აღარ მოვა, ნუ გგონიათ მარტოობით დაისჯებით.
მაგ თვალებში ვარსკვლავები აციმციმდნენ, აი ასე მოგაწოდებთ თბილ-თბილ სიტყვებს, თქვენ უბრალოდ ეცადეთ და დაიჭირეთ.
ნელა-ნელა შემოდგომა გვეპარება. თქვენ იცით, რომ სევდიანი ისტორია, სათითაოდ მოიზომეს მეძავებმა?!
ვაჟკაცურად ეცადეთ და შეასრულეთ. მე კი, ისე... ოქროს თევზის დასაჭერად, თან გავყვები ძველთბილისელ მებადურებს. |


