კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:13

 

 

ჩემი ბრალია,

სუყველაფერი ჩემი ბრალია.

ჩემი ვალია,

ღმერთის წინაშე, ჩემი ვალია:

მიყვარდეს სატრფო,

რომ ვიყო სხარტი, როგორც კალია...

მე კი მას ვათრობ,

ირგვლივ ჩემს გამო ყველა მთვრალია...


მიმიძღვის დიდი წვლილი იმაში,

რომ ლონდონია ნისლში, წვიმაში.

ჩექმას წააგავს რომ იტალია,

არ გააჩნია სპილოს ტალია

- სუყველაფერი, რაც ხდება ქვეყნად

ჩემი ბრალია.


თუნდაც რომ მირტყა,

უნდა გამოვტყდე - ახლა კი დროა!

ვთქვა ნაღდი სიტყვა,

მე დავარბიე უდრეკი ტროა!

ავაგე კრემლი,

კვლავაც რუსების სიმბოლო როა.

ვაცდუნე მრევლი,

ამიტომ ხდება, დღეს რომ ის ბრბოა.


ცოდვა მაქვს დიდი, ვიცი - მომკალი,

რომ დაგვავიწყდა ფიცი, მორალი.

თუ ვინმე გვებრძვის - ჩვენიანია

რა ვქნა? - ესეც ხომ ჩემი ჯვარია...

სუყველაფერი, რაც ხდება ცუდი,

ჩემი ბრალია.


ვარ დამნაშავე,

სახლი დაინგრა "ჩვენს წელთ..." ნაგები.

მე გავაშავე

და დავიმონე შემდეგ ზანგები.

დღემდე არ მომწონს

ამადეუსის ხშირი ჰანგები.

აღწერა მოწმობს

- მე გავამრავლე ძუნწი ფრანგები.


შთამომავლობით ალბათ გადმომდის,

ხანდახან თავში რა აღარ მომდის:

მოსაკლავი ხომ ჩემი შვილია,

რომ ერთგულება, უცხო ხილია...

სუყველაფერში, რაც კი რომ ხდება,

ჩემი წვლილია...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen