მთარგმნელი: კობა ჭუმბურიძე
|
უსუსური აისი ველებზე გაისუსა, დარად მელანქოლიის მზეთა ჩასვენებისა, და ამ მელანქოლიას, მზეთა ჩასვენებისა, სიმღერა სამღერი აქვს მივიწყებულ სულისად და უცხო ზმანებანი, მზეთა ჩასვენებანი, სანაპიროს ქვიშებზე მეწამული წყებანი, რბიან შეუსვენებლად მიჰქრიან და ვეება მზეებივით ჰქრებიან სანაპიროს ქვიშებზე. |


