|
დაუბერა ქვენაქარმა, გზაზე ნეშო ახვეტა, ღრუბლის ნავლი წააფარა მზის კაშკაშა ნაღვერდალს.
ზეცის ჭერი შელესა, ახმიანდა ნაკადული, ხმა შეუწყო ღელესა.
დაზვინული შეშითა, წყალი სამპირ წამოვიდა, მეწისქვილე შეშინდა.
ყანა უცებ განაზდა, აკაციებს ჩეროები გაეპარნენ ანაზდად.
ნაცრისფერი ნარჩიტა, ფოთლებს ფერი დაეკარგათ, ერთი სიტყვით - გაწვიმდა. |


