კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 22:33

 

 

მე ვწერ უბრალო, გაცვეთილ სიტყვებს

მათ ვანაცვალე ჩემი ლექსები! -

მე ამ სიტყვებში ჩემ ნათელ სიყრმეს,

ჩემ ტკბილ ბავშვობას ვეალერსები.


განა არ მესმის სიახლის ყადრი?

სახელისათვის მეც მიომია!

და მაინც ძველი "დარდი" და "ვარდი"

ყველაზე კარგი რითმა მგონია.


ბანალობაა? თუ გულის სითბო

და ის ბავშვური მიამიტობა,

რომელიც უფრო აცოცხლებს სტრიქონს,

ვიდრე რითმები ან ურითმობა!


ბანალობაა? ვიყოთ მართლები

ვის რად სჭირდება დამალობანა,

ბოლოს და ბოლოს სუყველაფერი,

რაც ძვირფასია - ბანალობაა!


ბანალურია დედის ალერსი

და საქართველოს ძველი დიდება

და ის ნათელი, ქალის თვალებში

ჩვენს დანახვაზე რომ გაბრწყინდება.


ისიც ძველია, როგორც ნახმარი

სიტყვა, გამოთქმა... თუნდაც წერტილი!

და პოეზიაც - მუდამ ახალი, -

ბანალურია და გაცვეთილი.


როგორც ცხოვრების მოკლე ღამეში

წამით დათრობა, თავდავიწყება...

როგორც ჩემს მიერ ახლა, ამ ლექსში,

ახირებული აზრის მტკიცება!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მიხეილ ქვლივიძე  • • •   მიხეილ ქვლივიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen