|
ქვეყნის დუღილში მართლაც წუთს ჰგავს წუთისოფელი, მართლაც ხანდახან სიოს ერთი დანაბერია; შენ ერთი ტრფობაც ვერ მოასწარ როგორც შეჰფერის, ასიც მოგესწრო, მერე ასი განა ბევრია?!
ხანდახან ჰგავს საუკუნესაც, - რა გზა გივლია, ისევ მიხვალ, მიგიხარია... ის როდის იყო, შენ რომ თლიდი ჩალის ურემსა? ჰაუ, მას შემდეგ რა უზომოდ დიდი ხანია!
ხან დამწვარი, ხან კმაყოფილი: რას არ უსმინე, რას არ შეხვდი, რას არ უყურე.... ჰო, წუთიც არის, საუკუნეც არის სოფელი... რომელი სჯობდა: წუთი სჯობდა თუ საუკუნე? |
| პოეზიის გვერდი • • • |


