|
საწყალი მელა ჩიოდა: არ მომივიდა ძილია, ერთსა საქათმეს მივაგენ, გამოვუთხარე ძირია... იხვსა, ბატსა და ქათამსა, ყველას გავკარი კბილია.
პატრონი გზირიშვილია, მხარზე გაედო კომბალი, გათლილი იფნის ძირია, გადმამკრა, გადმამიშხუვლა, გადმამადინა ტვინია.
ცოლ-შვილი დარჩა ქვრივია, ცოლიც მალე გათხოვდება, ობლები დამრჩნენ წვრილია, ობლებიც დაიზრდებიან, თავი დავკარგე გმირია. |


