|
ნუ გასჯავრდებით, შვილებო, და ნუ დაგვიწყებთ გმობასა, რომ ბევრი საქმე დაგიგდეთ გასაკეთებლად მოდგმასა. ჩვენაც ვგლოვობდით, ვტიროდით. რომ სნეულს წამალიც უნდა, იმას ვეღარა ვფიქრობდით. გარემოება ვერანი, ამაოდ დაგვრჩა მამებსა ფიქრი და გულის ძგერანი. ბარათაშვილის მერანი! მინდოდა მკვდარსა გამეგო ქართველთა ბედისწერანი, ცრემლით მორწყული მღერანი?! მინდოდა, ჩამოგვძახებდით საფლავში ერთად ყველანი: აწ განისვენეთ ტკბილადა, ჩვენაცა დავიწერენით ქართველ მამულიშვილადა.“ |
| პოეზიის გვერდი • • • |


