|
არ მომასვენა სიავით ბედმა: ჩემში სიკეთეს სიბნელით ფარავს. ალღო ამიღო მე მხოლოდ ერთმა, რომელიც ასე მიცავს, მიფარავს.
ვერ შემაფერხებ მკაცრი ორტებით, რა გინდ ეცადო უხეშო სვავო, ასჯერ ვერ მომკლავ, ერთხელ მოვკვდები.
ვითვლი ჩემი დღის საათებს, წამებს. მინდა ციური ჩანგი მოვმრთო ვუმღერო ქვეყნად ყველა ნაწამებს.
ჩემს კაეშნიან უხმო ბინაზე, დე, ქარმაც რისხვით შემოათოვოს სევდით გაბზარულ სარკმლის მინაზე.
თვალ-ლურჯა სხივებს შემოალაგებს. გადვიტან ფიქრებს ნისლიან მთაზე და გავაყოლებ მაისის ლანქერს... |


