|
მშვენიერო! მხოლოთ შენით ვსულდგმულობ და მიცემს გული, შენ ხატი ხარ, მე - სახატე, გვაკავშირებს სიყვარული. როგორც კრთოლვა გარიჟრაჟის, ვით უღრუბლო ცისა კიდე, მზის სხივებით მოღაჟღაჟის. მონარნარე ნაკადულის, სიცოცხლე და სასოება ჩემი სულის, ჩემი გულის როგორც ჯაჭვი უკვდავების და უეჭვო გზა და ხიდი სიამის და სიტკბოების. კრძალვით პირჯვარს გადვისახავ, გულს სიწმინდე აღმიფრთოვნებს მყის, რა წამს შენ დაგინახავ... მომღიმარი, ეშხიანი, ღალნი ბროლთა გაუპიათ ალმასთ შვენისთ ყორნის ფრთანი. ამაყი ხარ ვით არწივი, შენს სახეს ზედ დასთამაშებს სილაღის და შვების სხივი. უდიდესი ნეტარება!.. შორს, შორს მიჰქრის კაეშანი, გულს სევდა არ ეკარება. გადეკვრება რიდე ბნელი მყის ბუნება იღვრიმება, დგება დარი საზარელი. მომღერალი ფრთოსანთ გუნდი, ყველგან მეფობს კაეშანი... გლოვის ძაძა.. სევდის ხუნდი... მშვენიერო, შენი სახე! მასაც რიდე გადეკვრება, თუ დაგიგო მტერმა მახე. კრძალვით პირჯვარს გადვისახავ, გული ტოკავს მოუთმენლად, ვფიქრობ, - მალე დაგინახავ. ცხოვრების ცას გადათალხულს, ვკრთები, ხელი მიშეშდება ერთხელ პირჯვარ გადასახულს. მომღიმარი, ეშხიანი, სახეს ჩრდილი გადაგკვრია გულს გიმძიმებს კაეშანი... ცის ღრუბელთა უღვთოთ მჩეხი ღამის წყდიადს ცეცხლით ჰმუსრავს პირ მწველი და პირუკმეხი. ხმალს გაავლებს ყველგან მკვეთრად, ფრთებს აუწყობს ველად ნიავს გარიჟრაჟის შესახვედრად... ავენთები, როგორც ელვა, რომ ჩავისრო გარს ბურუსი და წყვდიადის მკაცრი ღელვა. ჩამოვხადო ბნელი რიდე, გარიჟრაჟის შესახვედრად ზე ავშალო კიდით-კიდე. მოღიმარი, ეშხიანი ალამს გაშლის ნეტარება... ფრთებს დასწურავს კაეშანი. |


