კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:21

 

სიმები ჩაწყდნენ, ქვთინებს ჩანგი,

მშვენების ქურუმს დამიგმეს ენა,

გამრუდდა კილო, ჩანელდა ჰანგი,

მოკვდა, ჩანაცრდა ზე-აღმაფრენა.


- მე მზეს ვეტრფოდი, მზეს დიდებისას,

უსახო იყო ჩემი ტრფიალი,

მას ვუგალობდი ჰანგებს ქებისას

ოცნებით მსურდა ზეცად სრიალი.


მსურდა ობოლ სულთ იდუმალება,

დამწველ სიმღერად მე დამექარგა

და, კაეშანი, უხმო წამება

ლოცვის გოდებათ გადამეკარგა.


მაგრამ, ეჰ, ჩემი საბრალო მუზა

- მონა გამხდარა, შიშით ცახცახებს,

ჩაქრა, ჩაფერფლდა ცეცხლი გუზგუზა, -

ტკბილ სიმღერებსა ვერ შემოსძანებს.


და, შენც სუსტდები ჩემო ოცნებავ,

საფლავსა გიღებს მწუხარე ჰანგი...

მაშ დაწყდენ სიმნი, ჩანარცხდი გრძნობავ,

დე ცივ აკორდად დაიმსხვრეს ჩანგი!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen