კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 27 ივლისი 2026 04:30

 

 

 

წლები და წლები... თეთრი ლაქა ჩემი ცხოვრების

(წარსულთან კარგად ჩააბარა დანტემ გამოცდა) -

თითქოს არავის ველოდები და მაინც მოცდა

მიხდება მუდამ უცნაური სურვილის ნებით.

ჩაკარგული ვარ თავის თავში; სულს კი სავსებით

ვერ ვგრძნობ სხეულში თუ გადაყვა უაზრო ლოცვას.

გაწვდილი ხელი ჰაერშივე კრძალავდა მოსვლას -

ოღონდაც, მიდი-მოდიოდნენ უშენოდ სხვები.

მესმოდა ექო... და მისამართს ვეძებდი სხვაგან -

არ მისცემოდა რეალური სახე ამ საგანს

და რომ გეკითხათ - ვერ გეტყოდით, მაინც რა მსურდა...

რატომ ვაძლევდი მნიშვნელობას ხანგრძლივ მოლოდინს,

როცა იმედი სამუდამოდ დარჩა წარსულთან

და ოცნებაში ბრწყინავდა ვით საფლავის ლოდი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen